You are here:  
Default screen resolution Wide screen resolution
კუპონები
კუპონები
  1. რა არის კუპონი?
    • კუპონი არის ფასდაკლების ვირტუალური ბარათი, ფაქტიურად - კოდი.
  2. რამდენნაირი კუპონი არსებობს?
    • პროცენტული (პროცენტი შეკვეთის თანხიდან - მაგალითად 2,5%). უმრავლეს შემთხვევაში ასეთებია პარტნიორული, სახელობითი და პრომო კუპონები, რომელთა გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მყიდველს ყოველი ახალი შეკვეთის გაფორმებისას გარკვეული ვადის განმავლობაში.
    • ფიქსირებული (კონკრეტული თანხა, მაგალითად - 5 ლარი). ასეთებია სასაჩუქრო და ბონუს კუპონები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ერთხელ და გამოყენებისთანავე უქმდება.
  3. რამდენია კუპონზე ფასდაკლება?
    • სტანდარტულ პროცენტულ კუპონებზე ამჟამად მყიდველი იღებს მინიმუმ 2,5% ფასდაკლებას შეკვეთის თანხიდან, თუმცა შეიძლება პერიოდულად გამოცხადდეს აქციები უფრო მაღალი ფასდაკლებით. თვალი ადევნეთ ჩვენს რეკლამას და ხშირად მოინახულეთ ჩვენი მაღაზია.
    • ფიქსირებული კუპონების თანხა დგინდება ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
  4. სად გავიგო კუპონის კოდი?
    • სუპერშოპის რეკლამებში
    • პარტნიორ და მეგობარ საიტებზე
    • ამავე საიტზე, აქციების გვერდზე
    • ნაცნობ-მეგობრებისგან. გაიკითხეთ. სახელობით კუპონებზე ფასდაკლება მინიმუმ 3 პროცენტია.
  5. როგორ უნდა გამოვიყენო კუპონი?
    • შეკვეთის ბოლო ეტაპზე, სალაროში, გამოჩნდება გრაფა ”შეიყვანეთ კუპონის კოდი”. ჩაწერეთ თქვენთვის ცნობილი კუპონის კოდი და შეკვეთის ფასში აისახება შესაბამისი ფასდაკლება.
  6. რამდენჯერ შემიძლია კუპონის გამოყენება?
    • ერთჯერადის - ერთხელ. მრავალჯერადის - ყოველი ახალი შეკვეთისას.
  7. აქვს თუ არა ვადა კუპონს?
    • მრავალჯერადი კუპონის გამოყენება შეიძლება ყოველი ახალი შეკვეთისას. გამოყენების ბოლო ვადას განსაზღვრავს მაღაზია.
    • ერთჯერადი კუპონი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. გამოყენების ბოლო ვადას განსაზღვრავს მაღაზია. სტანდარტული ვადა არის ერთი თვე გამოქვეყნებიდან, რის შემდეგაც გამოუყენებელი კუპონები უქმდება.
  8. მე შემიძლია გავავრცელო ინფორმაცია თქვენი მაღაზიის შესახებ და მინდა მქონდეს ჩემი სახელობის კუპონი; ფაქტიურად, შემიძლია გაგიწიოთ უფასო რეკლამა. რა მექნება აქედან?
    • თქვენი კუპონით გაყიდულ ყოველ საქონელზე თქვენ დაგიგროვდებათ კუპონით გათვალისწინებული ბონუსები. უმრავლეს შემთხვევაში ბონუსი შეადგენს ფასდაკლების ტოლ თანხას.
    • მაგალითად - თქვენი სახელობის 3%-იანი კუპონით გაიყიდა საქონელი, რომელსაც მაღაზიაში ედო ფასი - 500 ლარი. მყიდველმა თქვენი კუპონით მიიღო 3% ფასდაკლება - 15 ლარი. თქვენ დაგერიცხებათ ამდენივე - 15 ლარი. თქვენს სახელზე შეიქმნება სასაჩუქრო (ერთჯერადი ფიქსირებული) კუპონი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სუპერშოპში.
  9. როგორ გავიგებ სასაჩუქრო კუპონის კოდს?
    • სასაჩუქრო კუპონის კოდს გადმოგიგზავნით რეგისტრაციის დროს მითითებულ თქვენს მეილზე. გაუფრთხილდით სასაჩუქრო კუპონის კოდს. იგი მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი და გამოიყენება მხოლოდ ერთხელ.
  10. როგორ ხდება სასაჩუქრო კუპონის განაღდება?
    • ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი კუპონისა - შეკვეთის დადასტურების ეტაპზე შეიყვანთ კუპონის კოდს და მიიღებთ ფასდაკლებას.
  11. მერიცხება თუ არა ბონუსი სასაჩუქრო კუპონის გამოყენებისას?
    • არა.
  12. მერიცხება თუ არა ბონუსები, თუ მე ვიყენებ ჩემსავე სახელობის პროცენტულ კუპონს?
    • დიახ, გერიცხებათ. მაგალითად - თქვენი სახელობის 3%-იან კუპონზე ჯამში თქვენ მიიღებთ 3% ფასდაკლებას და 3% ბონუსს.
  13. შემიძლია თუ არა ჩემი სასაჩუქრო კუპონის, ანუ დაგროვილი ბონუსების ნაცვლად მივიღო ფული?
    • არა
  14. როგორ შევამოწმო, იყიდა თუ არა ვინმემ ჩემი სახელობითი კუპონით? ეგებ თქვენ რაიმე დამიმალეთ?
    • თვეში ერთხელ თქვენ მიიღებთ ანგარიშს, სადაც დაფიქსირებული იქნება თქვენი კუპონით გაყიდული საქონლის ოდენობა და თქვენი ბონუსი.
    • შეკვეთის მიტანისას ჩვენ ვაფორმებთ შეკვეთის ფურცელს, სადაც მითითებულია კუპონის კოდი. თუ თქვენ მოგვიტანთ შესრულებული შეკვეთის ფურცელს, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული თქვენს ბონუსებში, ჩვენ ამ გაუთვალისწინებელ ბონუსს გაგიხუთმაგებთ.
  15. მაინც არ გენდობით. რაღაცას მაინც დამიმალავთ!
    • რა თქმა უნდა დაგიმალავთ! მოგატყუებთ! ჩვენ ხომ სულელები და ხარბები ვართ და გვინდა, რომ დავკარგოთ უფასო რეკლამის ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა! არ გვენდოთ! არ აიღოთ სახელობითი კუპონი! თქვენც წყნარად იქნებით და ჩვენც.
  16. მე ვუთხარი ჩემს მეგობარს თქვენი მაღაზიის შესახებ და მივეცი ჩემი სახელობის კუპონის კოდი, მაგრამ მან სხვისი კუპონი გამოიყენა! რა ვქნა?
    • უთხარით თქვენს მეგობარს, რასაც ფიქრობთ მასზე.

 

 


 

თქვენი კალათა

VirtueMart
თქვენი კალათა ჯერ ცარიელია. არაფერი მოგეწონათ? აბა, კარგად ნახეთ!